ყოფილი სომხური სკოლის შენობას მალე კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქცია ექნება

ბოლნისის გერმანულ უბანში მდებარე ყოფლი სომხური სკოლის შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და ქართულ გერმანული კულტურული ცენტრის ფუნქციით დაიტვირთება. შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, რესტავრაცია 2019 წლის გაზაფხულზე ჩაუტარდება. შენობის სახურავის, საძირკვლის გამაგრებისა და კედლების შელესვის სამუშაოებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო დააფინანსებს. შენობის შიდა სარეკონსტრუქციო და ეზოს მოსაპირკეთებელ სამუშაობის თანხებს კი ბოლნისის მუნიციპალიტეტი გამოყოფს.
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თვითმმართველობის, გერმანიის საელჩოს, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირსა და სათემო განვითარების ცენტრის წარმომადგენლებს შორის. მხარეებმა პროექტის დეტალებზე ისაუბრეს. ცენტრის ზუსტი კონცეფცია კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები