პუტინი: უკრაინის მმართველი გუნდი ფიქრობდა, რომ რომელიმე მეზღვაური ქერჩის ინციდენტის დროს დაიღუპებოდა
მოცემული დროისთვის უკრაინელი მეზღვაურების საქმესთან დაკავშირებით, რომლებმაც რუსეთის საზღვარი დაარღვიეს, როგორც ამას რუსეთი აცხადებს, გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ყოველწლიური შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
“მიმდინარეობს გამოძიება, საქმის გამოძიების შემდეგ გაირკვევა თუ რა მოხდება მომავალში”,- განაცხადა პუტინმა ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს.
პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის მმართველ წრეში უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ არცერთი მეზღვაური, რომლებმაც საზღვარი დაარღვიეს, არ დაღუპულა ინციდენტის დროს.
“ისინი გააგზავნეს და ფიქრობდნენ, რომ მათგან რომელიმე დაიღუპებოდა. მე, ძირითად, უკმაყოფილებას მმართველ წრეში ვხედავ, რაც გამოიწვია იმ მდგომარეობამ, რომ არავინ დაღუპულა. გათვლილი ჰქონდათ, რომ ვინმე დაიღუპებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს არ მოხდა”, – აცხადებს პუტინი.