„პოლიტიკოსების მიერ ბავშვისა და ქალის დაკნინების მცდელობა, მხდალად და ლაჩრად სწორედ ამ დისკრიმინაციული განცხადების გამკეთებელს წარმოაჩენს, რომელიც ცდილობს, ბავშვი და ქალი დააკნინოს“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფიო კილაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა” და ზოგიერთი პარტიული ტელევიზია სიცრუეს მიზანმიმართულად ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობა” და ზოგიერთი პარტიული ტელევიზია მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს, თითქოს ხელისუფლებამ მხოლოდ ქალი პოლიციელები დააყენა სასამართლოს წინ. თუმცა, ამ სიცრუეზე მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ „ნაცმოძრაობა” ქალებსა და ბავშვებს უკიდურესად დისკრიმინაციული გამონათქვამით მოიხსენიებს. ქალი, დედა, ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოდ ითვლებოდა საუკუნეების განმავლობაში და მას არანაკლები წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. იმ პოლიტიკოსების მიერ ბავშვისა და ქალის დაკნინების მცდელობა მხდალად და ლაჩრად სწორედ ამ უღირსი, დისკრიმინაციული განცხადების გამკეთებელს წარმოაჩენს, რომელიც ცდილობს, ბავშვი და ქალი დააკნინოს”, – აღნიშნა კილაძემ.ფ