საქართველოში ნარინჯისფერი რთველი დასკვნით ფაზაში შედის
20 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 19,496 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 16,169 ტონა. აღნიშნულ მონაცემებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (12,508 ტ) და უკრაინა (4,200 ტ), ასევე სომხეთი (2,269 ტ), ყაზახეთი (138), ბელორუსია (80 ტ.), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ), ყაზახეთი (138 ტ). მანდარინზე საბითუმო ფასი 0.50-დან 0.80 ლარამდეა“,- აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.
საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, ფუნქციონირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ცხელი ხაზიც (1501).
25 ნოემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება.