სესხის გადაუხდელობის გამო ადიგენში მამაკაცმა ქალბატონი მოკლა

ადიგენში ნასესხი ფულის გადაუხდელობის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას მამაკაცმა ქალბატონი მოკლა. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ავთანდილ ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ავთანდილ ხ-მ ადიგენის რაიონის სოფელ უდეში, ნასესხი ფულის გადაუხდელობის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, 1960 წელს დაბადებულ მერი ა-ს ცივი იარაღით მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რომელიც შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები