მიხეილ სააკაშვილი: არცერთი პოლიტიკური ლიდერი ჩემი პრეზიდენტობის დროს დაპატიმრებული არ ყოფილა (ვიდეო)

არც ერთი პოლიტიკური ლიდერი ჩემი პრეზიდენტობის დროს არ ყოფილა დაპატიმრებული,-აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემაში ” პოლიტმეტრი” კახეთში, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დროს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის ქმედებაზე საუბრისას გააკეთა.
აღნიშნულზე საუბრისას სააკაშვილმა 26 მაისს, ოპოზიციური პარტიის ლიდერის ნინო ბურჯანაძის ექსკორტის მიერ პოლიციელზე დაჯახების ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამის მოუხედავად ბურჯანაძეს მისი პრეზიდენტობის დროს ბრალიც კი არ წარდგენია.
“ნინო ბურჯანაძესაც კი, რომელიც იჯდა იმ მანქანაში, რომელმაც გადაუარა პოლიციელს და მოკვდა, მეორე კი სამუდამოდ ინვალიდი დარჩა, ბრალი არ წარდგენია. ეს იყო ჩემი და ჩვენი შეგნებული გადაწყვეტილება,-განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის საპასუხოდ ჟურნალისტმა ყოფილ პრეზიდენტს მისი მმართველობის პერიოდში პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდები შეახსენა და მაგალითისთვის ბიზნესმენ ვალერი გელაშვილისა და დეპუტატ კობა დავითაშვილის ცემის ფაქტი მოუყვანა, ჟურნალისტმა იგივე კონტექსტში ახსენა ასევე სააკაშვილის გუნდის ყოფილი წევრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც გარკვეული პერიოდი ციხეშიც იჯდა.
რის საპასუხოდაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილი 24 საათში გათავისუფლდა, ხოლო ვალერი გელაშვილის ცემასთან ისითივე კავშირი აქვს როგორც გადაცემის წამყვანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები