ეკატერინე მიქაბაძე: თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ქართული პროდუქციის ექსპორტს ხელს უწყობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ექსპორტის შემდგომი ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მისი თქმით, 2018 წლის ნოემბერში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა და 283.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
„თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას განაპირობებს. საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობების გამოყენებას”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.
მიქაბაძის განცხადებით, 2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ექსპორტი 29.5%-ით გაიზარდა და 2 735.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 24%-ით გაიზარდა და 3 033.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 16.8%-ით აღემატება წინა წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს და 8 291.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 18.6%-ით გაიზარდა და 11 324.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 5 257.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.4% შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები