ქვემო ქართლში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ბოლნისის, მარნეულის და გარდაბანის 16 სოფლის მცხოვრებლებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს. ფერმერებს კარტოფილის მოვლა-მოყვანის, მსხვილფეხა პირუტყვის მოვლის და ვეტერინარიის, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სპეციალისტებმა ინფორმაცია მიაწოდეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანი ფერმერების მხარდაჭერა, მათთვის ადგილზე კონსულტაციების გაწევა და აგრარულ დარგში სახელმწიფო პროგრამების გაცნობაა.
2018 წელს სპეციალისტებმა შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 150 სოფელში გამართეს, სადაც 7500-მდე ფერმერს კონსულტაცია გაუწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები