თელავში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდები დაჭრეს

თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, ინციდენტს წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. სამივე მათგანი, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაჭრილებს ცეცხლნასროლი ჭრილობები ფეხის არეში აქვთ მიყენებული. დაშავებულთაგან ორ ახალგაზრდას ქირურგიული ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა. როგორც ირკვევა, გარჩევა წარსულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები