„ჩვენი სამინისტროს თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს პროკურატურა იძიებს“

 

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულს პროკურატურა იძებს. „ჩვენი სამინისტროს თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს ჩვენი სამინისტრო აღარ იძიებს, მას იძიებს პროკურატურა და, ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის ეს სრულიად დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა ჭიკაიძემ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უმაღლესი კომისრის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო. იმ შემთხვევაში, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე თანამშრომელი ჩაიდენს დანაშაულს, ეს საქმე შსს-ს ნაცვლად დამოუკიდებელმა ორგანომ უნდა შეისწავლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები