სტუ-ში თემაზე – “ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“ – საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თემაზე – “ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“ – საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სტუ-ის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტი და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი – „ერთი სარტყელი – ერთი გზა“.
როგორც „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კონფერენცია ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა და ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ გახსნეს.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე პროფესორი ვუ ხონ ვეი და სტუ-ის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ავთანდილ კიკნაძე, ჩინეთიდან სკაიპჩართვით კონფერენციას მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ.

„მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩინეთი, სადაც ერთმანეთს კარგად შეერწყა სახელმწიფო და კერძო საკუთრება, ეს გამოცდილება ჩვეთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობენ ჩინურ კულტურასა და ენას, ამ მიმართულებით გვყავს დოქტორანტები, რამდენიმემ დაიცვა დისერტაცია ჩინური საორგანიზაციო და მართვის სისტემების შესწავლის მიმართულებით. ჩვენი დოქტორანტები ჩინეთში მოღვაწეობენ. საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მისი უწმინდესობა ილია მეორე ყოველთვის მოგვიწოდებდა, შეგვესწავლა ჩინური ფილოსოფია და აი, სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტია ერთ-ერთი მოწინავე, რომელიც ცდილობს დაეუფლოს იმ გამოცდილებას, რაც ჩინეთში არსებობს“, – განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.
როგორც ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მეგაპროექტის – „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ფარგლებში.
„ვგეგმავთ, ერთად შევიმუშაოთ რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა განავითარონ კიდევ უფრო ეფექტურად ჩინეთმა და საქართველომ თანამშრომლობა. ბატონმა პრორექტორმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველოს პატრიარქი მოუწოდებს ქართველებს, ისწავლონ ჩინური ფილოსოფია. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას და, რა თქმა უნდა, ამ გზაზე მნიშვნ

ელოვანია რეფორმები. ზაფხულში პატივი მქონდა, პირადად შევხვედროდი საქართველოს პარტიარქს – მის უწმინდესობას, ილია მეორეს და მან მაღალი შეფასება მისცა ჩვენს ურთიერთობებს.
ჩინეთის პრეზიდენტმა 2013 წლის შემოდგომაზე წამოაყენა აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა და 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის ინიციატივები, რასაც „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივა მოჰყვა. ხუთი წლის განმავლობაში ამ ინიციატივას 100-ზე მეტმა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი. ჩინეთთან უკვე 140-ზე მეტი თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა. „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ – ეს არის ინიციატივა, რომელმაც უნდა გააღვივოს აბრეშუმის გზის სულისკვეთება…
საქართველომ, როგორც ჩინეთის ტრადიციულმა მეგობარმა და პარტნიორმა, „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ქვეყანამ, თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას, ჩაერთო მასში და აღსანიშნავია, რომ მუდმივად წინა რიგებშია. საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჩინეთთან „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა. საქართველოში უკვე ორჯერ წარმატებით ჩატარდა ფორუმი, ამასთანავე, საქართველო ევროპის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ჩინეთი ყოველივე ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივამ ჩინურ-ქართული თანამშრომლობის დონე საგრძნობლად გაზარდა, თანამშრომლობის არეალი კიდევ უფრო გააფართოვა და ჩინელი და ქართველი ხალხი ერთმანეთთან დაახლოვა… მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ ქართულ მხარესთან მუშაობა, რომ გავაძლიეროთ პოლიტიკის ჰარმონიზაცია, გავამყაროთ თანამშრომლობის საფუძველი და ავითვისოთ თანამშრომლობის პოტენციალი“.
საერთაშორისო კონფერენცია – “ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“ ორი დღის მანძილზე გაგრძელებს მუსაობას. მისი თემატიკა მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის: “ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის ისტორიული და ეკონომიკური ასპექტები, თანამედროვე პროცესები ჩინეთის საზოგადოებაში, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები – პრობლემები და პერსპექტივები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები