გიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძისგან განმარტებას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გიორგი ვაშაძე, მსოფლიო ბანისგან პაატა ბურჭულაძისგან, რომელმაც რუსეთში, ვლადიმერ პუტინის წინაშე იმღერა, განმარტებას ითხოვს.
„ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ეს ფაქტი. ვწუხვარ და პირდაპირ გეტყვით, რომ პოლიტიკური აქტივობა და მეორე მხრივ, პუტინის თანდასწრებით სიმღერა ჩემთვის მიუღებელია. ვწუხვარ და ვითხოვ განმარტებას, მათ შორის, მისი მხრიდან, რასთან გვაქვს საქმე”, – აღნიშნა ვაშაძემ.
ცნობისთვის, რუსეთში დირიჟორ, იური ტემირკანოვის იუბილის აღსანიშნავად, სანკტ-პეტერბურგში გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა. გალა-კონცერტზე, ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძეც წარსდგა, რომელმაც “დაისი” და ღვინოვ კახურო” შეასრულა. დირიჟორს 10 დეკემბერს 80 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები