გამომძიებლებმა უნიჭიერესი ქართველი ჰაკერის მრავალმილიონიანი აფერა გამოავლინეს

კომპიუტერის ქართველმა გენიოსმა ფარმაცევტული კომპანიის ანგარიშიდან საარაკო თანხა მოხსნა, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო. ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო პრეპარატებს უშვებს, ჰაკერმა 42 მილიონით დააზარალა – მოსკოვის ბანკის ანგარიშიდან მან თანხა რიაზანის ფილიალში გადარიცხა, იქიდან კალუგაში და ჯაჭვის გაგრძელებას აპირებდა, თუმცა სამართალდამცავებმა ამის გაკეთება აღარ აცადეს და დააკავეს.
როგორც ცნობილი გახდა, ძარცვა მაისის დღესაწაულების შემდეგ მოსკოვში არსებული კომპანიიდან ,,მედიკალ ლიზინგ კოლსანტილგში“ განხორციელდა. კომპანიაში საბანკო ანგარიშებისთვის გამოყოფილი იყო ცალკე კომპიუტერი. 12 რიცხვში თანამშრომლებმა მასში ჰაკერული პროგრამა აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ ეს ერთ- ერთი უძლიერესი ჰაკერის შემოქმედება იყო. კომპანიის თანამშრომლებმა კომპიუტერი გამორთეს და მასზე არსებული ანგარიშები შეამოწმეს. ერთ-ერთ ანგარიშს 42 550 000 რუბლი აკლდა. თანხის გაყინვამ ან გადარიცხვის გაუქმებამ შედეგი არ გამოიღო – რადგან ამას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდებოდა. ვერც პოლიციამ მოიმოქმედა რაიმე, რადგან ჩათვალა, რომ საქმე განსაკუთრებით დიდი თანხის გატაცების ბრალდებით ზემდგომ ორგანოებს უნდა გადასცემოდა.
ჰაკერის კვალმა გამომძიებლები რიაზანის ადგილობრივი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში მიიყვანა. ამ სტადიაზე საჭირო იყო რიაზანის და კალუგის სამართალდამცველი ორგანოების კოორდინირებული ქმედებები, – აცხადებს ადვოკატი ბორის ლოკშინი. საერთო ჯამში, მივაღწიეთ სამართალდამცველების სწრაფ რეაქციას და რიაზანში საქმეზე კონტროლი ქალაქის პოლიციის უფროსმა აიღო. ბანკში პოლიციის ჯგუფი მივიდა. მალე გაირკვა, რომ ამ ბანკს კალუგაში საკასო ანგარიშები გააჩნდა. სამართალდამცველები, მოტყუებული ბანკის გენერალური დირექტორის თანხლებით, ფილიალში მივიდნენ და თანხის სხვა ანგარიშზე გადარიცხვის აღკვეთას შეცადნენ. დამნაშავემ თანხის გადარიცხვა საამშენებლო ფირმაზე სცადა. სწორედ აქ გამოიჭირეს იგი.
როგორც გაირკვა, ჰაკერი საქართველოს მოქალაქე იყო და იგი ფედერალურ ძებნაში იმყოფებოდა. 5 მაისს იგი სასამართლოზე არ გამოცხადდა. მისი ფირმა, რომელიც ნახევარი წლის წინ შეიქმნა, მხოლოდ ფურცელზე არსებობდა და კაპიტალი და აქტივობა საერთოდ არ გააჩნდა, თუმცა ბანკმა ამას ყურადღება არ მიაქცია და ფული ფიქტიურ ფირმას გადაურიცხა. ჰაკერი დააკავეს. გადარიცხვის საბანკო ოპერაციები შეჩერებულია და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მფლობელ კომპანიას დაუბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები