ეკა ბესელია ოპოზიციას – „მოდიხართ რისთვის დებოშის ასატეხად”(ვიდეო)

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, ამავე კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს: სალომე სამადაშვილსა და ოთო კობახიძეს შორის ცხარე დაპირისპირება მოხდა.
პარლამენტის წევრებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე განცხადების გაკეთება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა მოითხოვა და თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, რომელიც კახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება.
რაზეც ეკა ბესელიამ თქვა, რომ საკითხი დღის წესრიგში არ არის. შესაბამისად, მისი განხილვა ვერ მოხდებოდა და განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დებოშის მოწყობას ცდილობენ.
“ხალხო თქვენ გაინტერესებთ აქ რა საკითხები იხილება თუ არ გაინტერესებთ? მოდიხართ რისთვის დებოშის ასატეხად. ეს ხელწერა გაქვთ უკვე და გეყოფათ”, – მიმართა ბესელიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს.
ოთარ კახიძემ და სამადაშვილმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები