ნუკრი ქანთარია: ბურჭულაძე ვაშაძის გვერდით სხვა რამეს ლაპარაკობს, მისი რიტორიკაც უნდა შეესაბამებოდეს მის ქმედებებს

პაატა ბურჭულაძე სად იმღერებს, როგორ იმღერებს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მერე მისი რიტორიკაც უნდა შეესაბამებოდეს მის ქმედებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქანთარია რუსეთში გამართულ კონცერტს გამოეხმაურა, სადაც პაატა ბურჭულაძემ იმღერა. კონცერტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.
„პაატა ბურჭულაძე ძალიან კარგად მღერის. პაატა ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალია. დანარჩენი – სად იმღერებს, როგორ იმღერებს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მერე მისი რიტორიკაც უნდა შეესაბამებოდეს მის ქმედებებს. ადამიანები იცნობიან თავიანთი სიტყვებით და თავიანთი ქცევებით. აქ, შეიძლება, რაღაც განსხვავება ნამდვილად იყოს, ის როცა ვაშაძის გვერდით სხვა რამეს ლაპარაკობს წინასაარჩევნო კამპანიაში, შემდეგ როგორ ქმედებასაც ახორციელებს.
დანარჩენი მისი საქმეა, ის მართლაც კარგი მომღერალია, სადაც უნდა იქ იმღერებს“, – განაცხადა ქანთარიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები