პაატა ბურჭულაძე რუსეთში პუტინის წინაშე ამღერდა (ვიდეო)

რუსეთში დირიჟორ, იური ტემირკანოვის იუბილის აღსანიშნავად, სანკტ-პეტერბურგში გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.
გალა-კონცერტზე, ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძეც წარსდგა, რომელმაც “დაისი” და ღვინოვ კახურო” შეასრულა.
დირიჟორს 10 დეკემბერს 80 წელი შეუსრულდა.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძე 2016 წელს საქართველოში სათავეში ჩაუდგა პოლიტიკურ პარტიას – “სახელმწიფო ხალხისთვის”, რომელმაც სხვა პარტიებთან ერთად შექმნა საარჩევნო ბლოკი და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა.
ცნობისთვის, პოლიტიკაში მოსვლამდე პაატა ბურჭულაძე სათავეში ედგა ფონდ “იავნანას”, რომლის ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება 2017 წელს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები