თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის, ზღვისუბნის, სამღერეთის, ზაქარაიას და ინტერნატის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გულიას ქუჩის მაცხოვრებლებს.12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, ხეივნის, ბადაგის, გრიშაშვილის, საბატონოს, წითლანაძის და გულუას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 “დ“ ქუჩის და შუამთის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ხოლო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ენუქიძის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, მებაღეობის, რაზიკაშვილის, ჭიჭინაძის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს, ტეხურის, გამრეკელის, საბურთალოს, ბაგრატიონის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მიხეილ თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.
 
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებში, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოცვაძის, კოსტავას, ვერიკო ანჯაფარიძის, ნიკოლაძის, მელიქიშვილის და შიო მღვიმელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები