ადვოკატი: დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო

ადვოკატის თქმით, დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო.
გიორგი კონდახიშვილის თქმით, კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
როგორც გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ მტკიცებულებების გადაცემას ხვალისთვის ელოდება.
დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას გულისხმობს.
კირკიტაძე შსს-მ გურჯაანში დააკავა. ამ დროს ის თანაგუნდელთან, ნიკა მელიასთან ერთად იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები