მელიქიშვილის გამზირი ორი ღამით გადაიკეტება

მელიქიშვილის გამზირი ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. აღნიშნულის მიზეზი კი დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების მონტაჟია.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამუშაოები 18 და 19 დეკემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე განხორციელდება.
სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი” ახორციელებს.
თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები