პრემიერ-მინისტრმა აბიტურიენტებთან დაკავშირებით “ძალიან საინტერესო ინიციატივა” დააანონსა-განათლების სექტორი ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს

0

განათლების რეფორმის მთავარი ფილოსოფია ის არის, რომ განათლების სექტორი ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში” განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აბიტურიენტებთან დაკავშირებით ახლო მომავალში „ძალიან საინტერესო ინიციატივა” დააანონსა.

პრემიერის შეფასებით, იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში შევიდეს, საჭიროა, რომ განათლების სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში სულ მცირე 10-11% ჰქონდეს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაახლოებით სამჯერ უნდა გავზარდოთ ეს სექტორი. ეს ძალიან კომპლექსური და ამბიციური, მაგრამ მიღწევადი ამოცანაა. მომდევნო წლის განმავლობაში ჩვენ ამ რეფორმის რეალიზაციის რამდენიმე ეტაპი გვექნება და საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანაა, საქართველოში განათლების სექტორს სტაბილურად ჰქონდეს ჩვენი ეკონომიკის არანაკლებ 10-11%-ისა. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, საქართველოში შეიქმნას ის ადამიანური კაპიტალი, ის ცოდნა, პირობები, რომ ადამიანები რჩებოდნენ და თავიანთ ნიჭს და ტალანტს ახმარდნენ საკუთარი სამშობლოს განვითარებას. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომ საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. ჩვენ გვყავს ორი მტერი – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. ვფიქრობთ, სიღარიბეს დავძლევთ იმ ეკონომიკური პროგრამით, რომელიც გვაქვს წარმოდგენილი, მაგრამ აქვე იმასაც ვამბობ, რომ ვერასოდეს შევიყვანთ საქართველოს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში, თუ განათლების სექტორს არ ექნა დომინანტი პოზიცია და ამ შემთხვევაში მთლიანი ეკონომიკის 10-11%”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი