მუკა ბახტაძე: სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს რეალურად ასახავდა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში” ამ თემაზე დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო ერთიანობასთან დაკავშირებული გზავნილები.

„კარგი მესიჯი იყო, რომ ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, კონსოლიდაცია, რათა გავუმკლავდეთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ძალიან მნიშნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ ევროკავშირის და ნატოს პრიორიტეტებთან დაკავშირებით, იმაზე, თუ როგორ უყურებს ქალბატონი სალომე ახალგაზრდების ჩართულობას ჩვენს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და ბევრი სხვა. ძალიან მომეწონა ქალბატონი სალომეს გამოსვლა და ვფიქრობ, საზოგადოებას ასეთივე შეფასება აქვს”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები