გორში საცხოვრებელ სახლში 24 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

გორში, სამეფოს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში 24 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილ მამაკაცთან ერთად სახლში კიდევ ორი პირი იმყოფებოდა, რომლებიც უგონო მდგომარეობაში იყვნენ.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვალების მიზეზით გაზით ინტოქსიკაცია გახდა.
თუმცა, როგორც „კვირს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონოდ დამზადება, შეძენა-შენახვას გულისხმობს. უწყებამ გამოძიება მეორე მუხლითაც დაიწყო – 115-ე, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ორი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გორის სამხედო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები