13 – წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჯულია რობერტსი მეუღლეს შორდება

უცხოურ მედიაში გავრცელდა ხმები, რომ ცნობილი მსახიობი ჯულია რობერტსი მეუღლეს – დენი მოდერომს 13- წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ეყრება, ამის მიზეზი კი ღალატი გახდა.
ამერიკულ ჟურნალ Star-ის ინფორმაციით, გაყრის გადაწყვეტილება ჯულიამ მიიღო, რადგან ის მეუღლისგან მუდმივი ღალატით დაიღალა. გამომცემლობა აღნიშნავს, რომ წყვილი გაყრის შესახებ ძალიან მალე ოფიციალური განცხადების გაკეთებას აპირებს. “ის მეუღლეს ბავშვივით ექცევა, მუდმივად უმოწმებს მობილურ ტელეფონს და ასევე ამოწმებს მის ელექტრონულ ფოსტას”,- წერს ტაბლოიდი. ჯულია რობერტსს და დენი მოდერომს სამი შვილი ჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები