ქობულეთში ქმარმა ფეხმძიმე ცოლს – 8 შვილის დედას ყელი გამოსჭრა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში ქმარმა ცოლი მოკლა და მიიმალა. მკვლელობა დღეს, დაახლოებით დილის 06.00 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა. გარდაცვლილს 8 შვილი ჰყავდა და მეცხრეზე ფეხმძიმედ იყო.
არსებული ინფორმაციით, ფეხმძიმე ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები