შიშველი პროტესტი პარიზში (ფოტო, ვიდეო)

პარიზში, “ყვითელი ჟილეტების” აქციაზე, პოლიციის ქმედება ხუთმა ახალგაზრდა ქალმა სიმბოლურად გააპროტესტა. მათ სამოსი გაიხადეს და პოლიციის სპეცრაზმის წინაშე შიშველი მკერდით წარდგნენ.
საფრანგეთის დედაქალაქში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ დემონსტრაცია კვლავ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვენ.
ცნობისათვის, საფრანგეთში საპროტესტო აქციები 17 ნოემბერს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მასობრივი აქციები ხუთი კვირის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას იმართება.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები