ქუთაისი-ვანის გზაზე ავარია მოხდა-მიკროავტობუსს ცხენებმა გადაურბინეს, დაშავდა რვა ადამიანი

0

ქუთაისი – ვანის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა დილის საათებში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მიკროავტობუსს ცხენებმა გადაურბინეს, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების უგულებელყოფას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი