თბილისში, ავარიის შედეგად ბაიკერი დაშავდა(ვიდეო)

თბილისში, წუხელ გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბაიკერი დაშავდა.
შემთხვევა იუსტიციის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს „ოპელის“ მარკის ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ, შედეგად ერთ-ერთი მათგანი მოტოციკლეტს შეეჯახა.
მან შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები