კობა გვენეტაძე: ვფიქრობთ, არ უნდა მოხდეს დაფინანსება ისეთ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ ახერხებს სესხის გადახდას

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, პირველი იანვრიდან დებულება შევა ძალაში, რომელიც კიდევ უფრო მეტად განმარტავს ამ პრინციპებს და საფინანსო ორგანიზაციებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რა შემთხვევაში გასცემენ სესხს გარკვეული პრინციპების დაცვით.
მისი თქმით, არ უნდა მოხდეს დაფინანსება ისეთ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ ახერხებს სესხის გადახდას.
„რამდენად მალე მიიღებენ ეს ადამიანები ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, დამოკიდებულია თავად ფინანსურ ინსტიტუტებზე. აქ ვადებზე საუბარი არ არის მართებული. კიდევ ერთხელ განვმარტავ, პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების განხორციელება უკვე დაწყებულია, ჩვენ მივიღეთ ზომები ამასთან დაკავშირებით. პირველი იანვრიდან შევა ძალაში დებულება, რომელიც კიდევ უფრო მეტად განმარტავს ამ პრინციპებს და საფინანსო ორგანიზაციებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რა შემთხვევაში გასცემენ სესხს, ოღონდ ამ პრინციპების დაცვით. ვფიქრობთ, არ უნდა მოხდეს დაფინანსება ისეთ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ ახერხებს სესხის გადახდას ან აღებული სესხი მნიშვნელოვნად აუარესებს მის ეკონომიკურ მდგომარეობას.
​გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, სიფრთხილეს გამოვიჩენთ. ასევე მოგეხსენებათ, რომ ის პიროვნებები, რომლებიც ე.წ შავ სიაში იყვნენ, ვერ ახერხებდნენ კვალიფიციური სამსახურის დაწყებას, რადგანაც მათი შემოსავლის დიდი ნაწილი მიემართებოდა სესხების დასაფარად, რომელიც კიდევ უფრო იზრდებოდა ჯარიმებისა და საურავების გამო. მათ უკვე ნამდვილად ექნებათ შესაძლებლობა, ოფიციალურად დაიწყონ მუშაობა და ვფიქრობ, მათთვის დამატებითი სტიმულია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები