გენერალური შტაბის უფროსი სენაკში „დიდგორი 2018“ მიმდინარეობას გაეცნო (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2018“ მიმდინარეობას გაეცნო. სასწავლო პროცესი გენერალური შტაბის უფროსს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ გააცნო. მართვის პუნქტში გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „დიდგორი 2018“-ის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და სწავლების ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო ოპერაციებს გაეცნო.
უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2018“ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), მთავრობის კანცელარიასა და სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე პარალელურად მიმდინარეობს. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. სწავლების პირობითი სცენარიდან გამომდინარე, ტოტალურ თავდაცვაში ჩართული სახელმწიფო უწყებები, კომპეცენტიის ფარგლებში, შესაბამის ღონისძიებებს ასრულებენ და ჰიბრიდული ომისა თუ სხვა გამოწვევების ფონზე კოორდინირებულ ურთიერთქმედებას ახორციელებენ. სამეთაურო-საშტაბო სწავლება კომპიუტერული სიმულაციური სისტემების მხარდაჭერით ხორციელდება.
„დიდგორი 2018“ ხუთი დღის განმავლობაში გრძელდება და მისი მიზანი კრიზისული თუ საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები