ტაილანდის სამეფოში საქართველოს მოქალაქეებისთვის “Visa on Arrival” ამოქმედდება

0

2019 წლის თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ,,Visa on Arrival” ამოქმედდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში, – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ტაილანდში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ ძულიაშვილმა ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა.შეხვედრის დროს განიხილეს საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები.

კომენტარები

კომენტარი