ივანე მაჭავარიანი: 2019 წლის ბიუჯეტი, ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი

0

2019 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომლის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა წარუდგინა, დეპუტატებმა 91 ხმით დაამტკიცეს.
„საინტერესო განხილვა შედგა. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, უფრო აქტიური განხილვა გვექნება. ჩვენი სამინისტროს კარი ღიაა დისკუსიებისთვის, გავიაროთ ნებისმიერი პროგრამა, ინიციატივა. 2019 წლის ბიუჯეტი, ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი, არა ამ სიტყვის კლასიკური გაგებით – მიმდინარე ხარჯებისა და მიმდინარე შემოსავლების დაბალანსებით, არამედ, ზუსტად, ის პოლიტიკური განსხვავებები, ის პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური ხედვები, რომელიც ბიუჯეტის განხილვისას მოვისმინეთ, ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალურად არის შეწონილი ამ ბიუჯეტში. მომავალი წლის ბიუჯეტი ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის ზრდას, ამავდროულად, ბიუჯეტი შეძლებისდაგვარად, ითვალისწინებს ჩვენი დაუცველი მოსახლეობის ნაწილის ინტერესებს. კიდევ ერთხელ, ვაფიქსირებ, რომ ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვისა და დისკუსიებისთვის”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი