გიორგი მარგველაშვილი: საუკეთესო გამოსავალი იქნება ბიძინა ივანიშვილი გახდეს ქვეყნის პრემიერი
„საუკეთესო გამოსავალი იქნება ბიძინა ივანიშვილი გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „კავკასიის უნივერსიტეტის” სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ამასთან, პრეზიდენტის განმარტებით, ივანიშვილის ამ ნაბიჯით უმთავრესი პრობლემა მოგვარდება, რომელიც 5 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ცხოვრებაში დეპუტატებს კითხვის დასმისას აწუხებდათ.
„ამ 5 წლის განმავლობაში ამ პოლიტიკოსებს რომ ეკითხებოდნენ ბიძინა ივანიშვილის როლზე, მორცხვად რომ პასუხობდნენ, გაუგებრად, აღიარებენ ამ როლს თუ არ აღიარებენ, ვერ გაიგებდი. კარგი იქნება თუ ივანიშვილი დაბრუნდება, როგორაა იმ სიმღერაში? „დამთავრდება უხერხული ღიმილი“. ეს უხერხული ღიმილი, რომ დამთავრება პოლიტიკაში ესეც მიხარია,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.