მეგის ქარდავას წინააღმდეგ წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

  თბილისის საქალაქო სასამართლოში მეგის ქარდავას და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
საქმის მასალების მიხედვით, ქარდავას, ციხის ადმინისტრაციის ყოფილ წარმომადგენლებთან – ალექსანდრე მუხაძესთან და გაგა მკურნალიძესთან ერთად, ბრალად ედება სამი პატიმრის წამება. საქმის მასალების მიხედვით, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქარდავამ და მკურნალიძემ, სამი მსჯავრდებული: ქობალია, მაწკავა და ყოლბაია 2011 წლის აპრილში აწამეს. შესაბამისად, ქარდავას და მკურნალიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მიხედვით წარედგინათ ბრალი, ხოლო ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც გლდანის ციხის ყოფილი დირექტორია, ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით არის გათვალისწინებული. როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები