პოლიციამ ნარკოტიკზე შემოწმების მიზნით “საქართველოს გზის“ დეპუტატობის კანდიდატი დააკავა
პოლიტიკური პარტია “საქართველოს გზის“ ბათუმის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ირემაძე რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული იყო.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ირემაძე ნარკოტიკების მოხმარებაზე ადმინისტრაციული წესით შემოწმდა და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.