ივანე მაჭავარიანი: ჩვენ ახლა პრობლემა ის კი არ გვაქვს, რომ კიდევ დავწიოთ გადასახადები, ჩვენ გვაქვს პრობლემა, გავზარდოთ პროდუქტიულობა
რატომ არ შეიძლება რომ აქციზი შევამციროთ? იმიტომ, რომ აქციზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა მიმდინარე შემოსავლების შევსების კომპონენტში,-ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვას.
მისი თქმით, დღეს, საქართველო გადასახადების სიმცირის მიხედვით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.
„ჩვენ ახლა პრობლემა ის კი არ გვაქვს, რომ კიდევ დავწიოთ გადასახადები, ჩვენ გვაქვს პრობლემა, გავზარდოთ პროდუქტიულობა, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რადგან ყველაფერი კორელაციაშია ფიზიკური კაპიტალის განვითარებასთან. ყველაზე დიდი კორელაცია კი აქვს ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებას, რაზეც მთავრობა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მიმართავს,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.