“არჩეული პრეზიდენტი თავდაპირველად ათონელის რეზიდენციის ადმინისტრაციულ ფლიგელში იქნება, შემდეგ კი, საპრეზიდენტოში გადავა”

ორბელიანის სასახლეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ვგულისხმობ ადმინისტრაციულ ნაწილს, – ამის შესახებ პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელი კომისიის წევრმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
ჟვანიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ ადმინისტრაციულ ფლიგელში დაიწყებს მუშაობას, რემონტის დასრულების მერე კი საპრეზიდენტო ფლიგელში გადავა.
„ორბელიანის სასახლეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ვგულისხმობ ადმინისტრაციულ ნაწილს. რაც შეეხება საპრეზიდენტო ფლიგელს, შესაძლოა, თვე-თვე ნახევარი დასჭირდეს. ვფიქრობ, აქ დაჩქარება საჭირო არ არის, რემონტი პრეზიდენტის რეზიდენციაში ყოველ წელიწადში ხომ არ გაკეთდება. ამის გამო, ალბათ, არჩეული პრეზიდენტი ადმინისტრაციულ ფლიგელში იქნება. შემდეგ კი საპრეზიდენტო ფლიგელში გადავა. ესეც საერთოდ არ არის პრობლემა“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები