საქართველოს საელჩო სტრასბურგში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

სტრასბურგის ცენტრში სროლის გამო, საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე, თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისაგან ​ და დაელოდონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ინსტრუქციებს.
“სტრასბურგის ცენტრში (საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე) მომხდარი სროლის გათვალისწინებით, საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს სტრასბურგში მყოფ პირებს დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე, თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისაგან და დაელოდონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ინსტრუქციებს. ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველა პირს რომელსაც ესაჭიროება დახმარება შეუძლია დაუკავშირდეს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460”, – აღნიშნულია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები