სოსო შატბერაშვილი: სააკაშვილს ტკბილად ახსოვს 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ, შევახსენებ, რომ ახლა 2018 წელია

“მემარცხენე ალიანსის” ერთერთი ლიდერის, სოსო შატბერაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, საქართველოში არეულობის გზით დაბრუნდეს და სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს. ამის შესახებ შატბერაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაამრთულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ქართველი ხალხი, ოპოზიციაც უნდა მივეჩვიოთ, რომ წაგებულმა მიულოცოს მოგებულს. წაგებული კანდიდატი უნდა დაესწროს მოგებულის ინაუგურაციას. მოვუწოდებ ვაშაძეს, მიულოცოს თავის კონკურენტს გამარჯვება, დაესწროს ინაუგურაციას და ყველაფერი ჩაჯდეს ცივილიზებულ ჩარჩოებში, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელიც იქიდან მოუწოდებს ჯარს, პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ ისევ არეულობის გზით ცდილობს , საქართველოში ჩამოვიდეს და მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება. მას ტკბილად ახსოვს 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალება და 9 -წლიანი მმართველობა, მაგრამ მინდა შევახსენო, რომ ახლა 2018 წელია . 2003 წლის შემდეგ 15 წელი გავიდა და ქართველი ხალხის პოლიტიკური შეგნება 15-ჯერ გაიზარდა“- განცხადა შატბერაშვილმა.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობა” საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
„როდესაც საუბრობენ, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ თურმე არჩევნების შედეგებს და ზოგიერთი ჩვენი ფორმალურად თანამებრძოლიც რომ ამბობს, რომ ახლა აზრი არ აქვს და ვაღიაროთ. რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს „აახიეს“ ქვეყანა? „- განაცხადა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები