სოსო შატბერაშვილი: რამდენიც არ უნდა იყვირონ და იჩივლონ, მთელმა მსოფლიომ ცნო ზურაბიშვილის ლეგიტიმურობა

ის, რომ სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია, არის აბსურდი, რამდენი მიტინგიც არ უნდა მართონ, რამდენიც არ უნდა იყვირონ, რამდენიც არ უნდა იჩივლონ, მთელმა მსოფლიომ ცნო სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობა, – ამის შესახებ “მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა.
შატბერაშვილის თქმით, მთავარია, რომ ამომრჩევლების 60%-მა სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობა ცნო.”რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ცნობს თუ არა, სალომე ზურაბიშვილის არჩევას, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც მსოფლიო ლიდერებმა და რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა, ამომრჩეველთა დაახლოებით 60%-მა, ცნო სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობა და რამდენიც არ უნდა იყვირონ, რომ 800 000-მა ადამიანმა მისცა საწინააღმდეგოდ ხმაო, აქედან არაფერი გამოვა. როგორც ცნობილია, თავის დროზე ჯორჯ ბუში უმცროსის არჩევა პრეზიდენტის პოსტზე ერთადერთმა ხმამ გადაწყვიტა, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების 50 პროცენტმა პლუს ერთმა ხმამ, ხმა მისცა ჯორჯ ბუშ უმცროსს და 49%-მა ხმა მისცა მის კონკურენტს მაგრამ მთელმა მსოფლიომ აღიარა.
სალომე ზურაბიშვილი არის არჩეული, სისულელეა და ბლეფია იმაზე ლაპარაკი, რომ სადღაც დარიგდა კარტოფილი და სადღაც დარიგდა ხახვი.
ის, რომ სალომე ზურაბიშვილი არალეგიტუმური პრეზიდენტია, არის აბსურდი, რამდენი მიტინგიც არ უნდა მართონ, რამდენიც არ უნდა იყვირონ, რამდენიც არ უნდა იჩივლონ, მთელმა მსოფლიომ ცნო სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობა“, – განაცხადა შატბერაშვილმა.
ამასთან, შატბერაშვილმა დასძინა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ​
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობა” საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები