გურამ კაშია საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა-ეს ჯილდო ბევრად მეტია, ვიდრე ფეხბურთელის

ეს ჯილდო ბევრად მეტია, ვიდრე სპორტსმენის და ფეხბურთელის, ვამაყობ ქართველობით,-ამის შესახებ ფეხბურთელმა გურამ კაშიამ საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.
როგორც კაშიამ აღნიშნა, აღნიშნული ფაქტი მისთვის მოულოდნელი იყო.
“ძალიან მოულოდნელი იყო. უბედნიერესი და გაოცებული ვარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ ჯილდოს. ჩემი ოჯახი იამაყებს. ეს ჩემი ადამიანობის ჯილდოა. ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. ეს ჯილდო ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სპორტსმენის და ფეხბურთელის“,- განაცხადა გურამ კაშიამ.
მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე ადამიანს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა. ყველა მათგანს ჯილდო გადაეცა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები