ივანე მაჭავარიანი: პრემიერის სარეზერვო ფონდის გაუქმება არ იგეგმება

ამ ეტაპზე არაფერი მსგავსი არ იგეგმება. მიმდინარეობს იმაზე საუბარი და მსჯელობა თუ როგორ და რა სახით უნდა დარჩეს ზოგადად სარეზერვო ფონდები, – ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდი გაუქმდეს და საერთო ფონდი შეიქმნას.
რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, მისი თქმით, ამ ეტაპზე ჩაითვალა საჭიროდ, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ამ სახით, როგორც არის, არ უნდა არსებობდეს.
„ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილება შემცირდა. მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ უფლებების ადეკვატური ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ამ ეტაპზე ჩაითვალა საჭიროდ, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ამ სახით როგორც არის, არ უნდა არსებობდეს. კონსულტაციები გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, რა სახით ჩამოყალიბდება დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია. მე როგორც ვიცი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც აღიარებს, რომ სარეზერვო ფონდი ამ სახით არ უნდა იყოს”,- აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდების გაუქმებისა და საერთო ფონდის შექმნის მომხრეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები