“კონკურენციის სააგენტო შეისწავლის ხორბლისა და პურ-პროდუქტების ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას”

კონკურენციის სააგენტო უმოკლეს ვადებში, ძირეულად შეისწავლის ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას და დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელებს მონიტორინგს. ამის შესახებ „კვირას“ კონკურენციის სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ, სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა მიიღო.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელი განცხადებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში, უმოკლეს ვადებში, ძირეულად შეისწავლის ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას და დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელებს მონიტორინგს.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიზანია, შესაბამის ბაზრებზე, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირება, არსებული სიტუაციის დროული შეფასება და სიღრმისეული კვლევა-ანალიზი“,- აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „იფქლმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომ „იფქლის“ დასახელების პური 10 თეთრით ძვირდება.
პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე შესაბამის ორგანოებს მიმართა, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ პურპროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარება და შესაბამისი ანგარიში მოამზადონ. მისი თქმით, არსებობს მოსაზრება არასამართლიანი კონკურენციის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები