რესტორანში სასჯელაღსრულების ყოფილი ხელმძღვანელი და კიდევ 2 პირი დაჭრეს

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი და კიდეც 3 პირი, რომლებიც წუხელ დანით დაჭრეს, ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ.
შემთხვევა წუხელ ღამის საათებში, წყნეთში რესტორან „წისქვილის“ მიმდებარე ტეროტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სამივე პირი ყოფილმა პატიმარმა დაჭრა.
სამართალდამცველებისთვის დანაშაულში წვმიტანილი პირის ვინაობა უკვე ცნობილია.
აღსანიშნავია, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება თბილისის სასწარაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.
სავარაუდოდ, სამივე დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში თვითდინებით მივიდნენ.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ ახმაურებენ.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ” 3 ადამიანია დაჭრილი.
მომხდარ ფაქტზე 117-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
„დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს” – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები