2019 წლის გაზაფხულზე საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია AIR FRANCE დაიწყებს

2019 წლის 31 მარტიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია AIR FRANCE იწყებს.
2-წლიანი მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და Tav Georgia-ს შორის წარმატებით დასრულდა.
პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით: ოთხშაბათსა და კვირას ეარბას A 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200 მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანი გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2016 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 84 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები