იუსტიციის სახლთან სამართალდამცველები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ

პოლიციის მობილიზების და უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შემდეგ იუსტიციის სახლი მოქალაქეთა მიღებას, შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მიწოდებას შეუფერხებლად ახორციელებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“საპროტესტო აქციის გამო, იუსტიციის სახლი დღეს მომხმარებლებს რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებით ემსახურებოდა. აქცია სანაპიროს ქუჩაზე, დაახლოებით, დილის 09:00 საათიდან დაიწყო. იუსტიციის სახლთან შეკრებილი ადამიანები და საზოგადოებრივი ჯგუფები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას აპროტესტებდნენ. მას შემდეგ, რაც იუსტიციის სახლში შესვლა აქციის მონაწილეებმა სცადეს მდგომარეობა დაიძაბა და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ცენტრალური შესასვლელი ჩაიკეტა. მოგვიანებით შედგა შეხვედრა აქციის მონაწილეებსა და იუსტიციის სახლის წარმომადგენლებს შორის. მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს სთხოვეს, რომ 5 მეტრით გადაეწიათ იუსტიციის სახლის შესასვლელიდან, რათა მოქალაქეებს არ შეზღუდვოდათ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის უფლება. ამ ეტაპზე იუსტიციის სახლის შესასვლელებთან სამართალდამცველები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ, მომხმარებელთა ნაკადის მიღება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს”, – აცხადებენ უწყებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები