საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად თემურ მღებრიშვილი დაინიშნა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად თემურ მღებრიშვილი დაინიშნა.
შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს თეიმურაზ მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად“, – აღნიშნულია ბრძანებაში.
თემურ მღებრიშვილი 1971 წლის 14 ივლისს თბილისში დაიბადა. 2004 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2016-2018 წწ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე.
2014-2015 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
2014 წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.
2012-2013 წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სამმართველოს უფროსი.
2013-2014 წწ. დეპარტამენტის დირექტორი.
2011-2012 წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი.
1996-1999 წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს დაცვის ოფიცერი; 1999-2001 წწ. ცვლის უფროსი; 2001-2010 წწ. განყოფილების უფროსის მოადგილე; 2010 წელს განყოფილების უფროსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები