„გთხოვთ მიიღოთ ზომები, რომ აღარ განმეორდეს ძალადობრივი შემოჭრები!” – თბილისის 136-ე სკოლის დირექტორი „რუსთავი 2“-ზე საუბრობს

თბილისის 136 -ე საჯარო სკოლის დირექტორი, ელიზაბეტ ბადაშვილი საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ პოსტს ავრცელებს, რომელშიც სკოლის ტერიტორიაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის უკანონოდ შემოსვლისა და გადაღების ფაქტს აღწერს. პოსტს თან ახლავს ვიდეომასალაც.
„ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის თანამშრომლები ასე არ უნდა იქცეოდნენ. დაარღვიეს სკოლის შინაგანაწესი, შემოვიდნენ სკოლაში, არ გაიარეს რეგისტრაცია, არ აიღეს საშვი, არ იკითხეს დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე სკოლაში. პირდაპირ გაემართნენ სპორტული დარბაზისკენ. გადაუღეს კადრები კიბის ქვეშ მოგროვილ მაკულატურას, რომელსაც მოსწავლეთა თვითმმართველობა აგროვებს პროექტის ფარგლებში, პედაგოგის წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდნენ დარბაზში და აწარმოეს უნებართვო გადაღება. ჩემი თხოვნა იმის შესახებ, რომ დამლოდებოდნენ 10 წუთი და კანონის ფარგლებში, მე თავად გადავაღებიებდი ყველაფერს – უგულებელყვეს. რაც მთავარია არ ჰქონდათ თქვენი ლოგო. გთხოვთ მიიღოთ ზომები,რომ აღარ განმეორდეს ძალადობრივი შემოჭრები. ფაქტი მოხდა 5 გაკვეთილის შემდეგ შესვენებაზე”,- წერს სკოლის დირექტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები