კახა კალაძე: საქართველოში მანიფესტაციების შეზღუდვაზე დღეს საუბარი, ცოტა ლოგიკასთან ვერ მოდის

„ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, მიუხედავად მრწამსისა, აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე. არა მგონია, რაიმე შეზღუდვები არსებობდეს ამ მიმართულებით, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებას.
„საქართველოში მანიფესტაციების შეზღუდვაზე დღეს საუბარი, ცოტა ლოგიკასთან ვერ მოდის. ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, მიუხედავად მრწამსისა, აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე. არა მგონია, რაიმე შეზღუდვები არსებობდეს ამ მიმართულებით”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში იყო დარღვევები და უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის” წევრები ღიად ცდილობდნენ ჩაეშალათ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრები და ჰქონდათ მცდელობები, ხელი შეეშალათ საარჩევნო კამპანიისთვის.
რაც შეეხება დარღვევებს, არჩევნებზე, რა თქმა უნდა, იყო და ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობდით. იყო პირდაპირ ხელის შეშლა საარჩევნო კამპანიის დროს, იყო სიძულვილის ენით საუბარი, პირადი შეურაცხყოფები, საარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობები და ამის კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს ვიდეოზე გადაღებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიდიოდნენ და ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ჩაეშალათ. ასევე, არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც დიდ სიბინძურესთან გვქონდა საქმე, იყო ტყუილი და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია“, – განაცხადა კალაძემ.​
ცნობისთვის, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასთან დაკავშირებით 2018 წელს გარკვეული გამოწვევები იყო. სალაძემ რამდენიმე შემთხვევაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის შვილმკვდარი მამების აქციაზე კარვების გაშლასთან დაკავშირებულ საკითხზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები