მამუკა ბახტაძე პურის ფასის ზრდაზე: არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან

არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პურის ფასის მკვეთრი ზრდის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შესაბამის ორგანოებს მიმართავს, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში.
„მინდა შევეხო დღევანდელ ინფორმაციას, რომ მოხდება პურის ფასის მკვეთრი ზრდა. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები