ზუგდიდის მე-4 სკოლის დირექტორი ენმ-ს მიმართავს: რაც შეეხება დემოკრატიის გაკვეთილებს, გაგახსენებთ რამდენიმე მასტერკლასს

ზუგდიდის მე-4 სკოლის დირექტორი ნანა ხუფაცარია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მიმართავს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ახლა მომისმინეთ ყველამ ვისაც ეხება! ია კერზაიას ჩვენ შორის პოლიტიკა არასდროს დაუყენებია! არასდროს მახსენდება ერთი შემთხვევაც კი რაიმე სახის უთანხმოება გვქონოდა ამ თემაზე! არავის არ გაქვთ უფლება თქვენ დააყენოთ ჩვენ შორის თქვენი ბინძური პოლიტიკა! არავის არ გაქვთ უფლება აწონ-დაწონოთ და შეაფასოთ ჩვენი ცრემლების გულწრფელობა და ჩვენი დიდი სიყვარული ჩვენი ამ ქვეყნად ყველაზე თბილი და კეთილი მეგობრის მიმართ! ია ყველაფერზე აღმატებულია ჩვენთვის და მიხვდით, რომ არ გაქვთ უფლება შეეხოთ ამ ურთიერთობის სიწმინდეს! რაც შეეხება დემოკრატიის გაკვეთილებს გაგახსენებთ რამდენიმე მასტერკლასს, მაგრამ ახლა ამისთვის, სანამ ჩვენი მეგობარი ხორციელად ჩვენთან არის არ მცალია!!! იაკო შემინდობს ამ ემოციებს”, – წერს ხუფაცარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები